|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექიმები აცრების აუცილებლობაზე საუბრობენ

"აცერი და დაიცავი," "ერთად დავამარცხოთ წითელა," "ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე წარმატებული პრევენცია იმუნიზაციაა," – ასეთი მოწოდებებით დღეს,  ქუთაისში იმუნიზაციის კვირეული გაიხსნა.

კვირეული, მედიკოსების თქმით, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზეა ფოკუსირებული. ექიმების განმარტებით, აცრების აუცილებლობა კარგად უნდა გააცნობიეროს მოსახლეობამ. "კვირეულის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მესიჯი მივიტანოთ მოსახლეობამდე იმუნიზაციის აუცილებლობაზე. განსაკუთრებით ყურადღებას "წითელას" საკითხებთან დაკავშირებით გავამახვილებთ. რადგან დღეს ეს ინფექციაა აქტიური" – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსი სპეციალისტი დალი ქობულაძე.

იმუნიზაციის საჭიროების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები მოეწყობა.  სადაც  ჩართული იქნება როგორც ქუთაისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახური, ასევე სტუდენტები.

"ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო ფლაერების გავრცელებას, ჩატარდება ფლეშმობი და გარეაქციები. ამისთვის ფინანსური მხარდაჭერა ქუთაისის მერიიდან გვექნება," – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი მალი ნინუა.

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კვირეული, ქუთაისში  20 -27 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

იმუნიზაციის კვირეული  ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში იმართება. რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს მიერ არის ორგანიზებული. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა