დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ლანძღვას უარყოფს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა
დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს კრიტიკას უარყოფს. ამის შესახებ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დავითაშვილმა მინისტრი სადაზღვევო კომპანიების ლობირებასა
და ჯანდაცვის რეფორმის არარსებობაში დაადანაშულა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სადაზღვევო კომპანიებს ხელშეკრულების ვადა ერთი წლით გაუგრძელდათ, რაც ეს გამოწვეული იყო იმ ვალდებულების შესრულებით, რაც კომპანიებს დაკისრებული აქვთ.
თუმცა დეპუტატი აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, სადაზღვევო
კომპანიებს 1 წლის განმავლობაში გარანტირებული არ ექნებათ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. დიმიტრი
ხუნდაძის თქმით, მინისტრს შეუძლია შეწყვვიტოს
მათთან ხელშეკრულება სამი დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში.
„ეს
გადაწყვეტილება არ არის ერთპიროვნული, ის მხოლოდ
დავით სერგეენკოს არ მიუღია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უწყებათაშორისი
კომისია იყო ჩართული. ხელშეკრულება გაგრძელდა
იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს განეხორციელებინთა ვალდებულება 2 მილონ 200 ათასი
კაცის წინაშე,“ - ამბობს ხუნდაძე.
ჯანდაცვის
კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, რადგან ამავე კომიტეტის წევრს კობა დავითაშვილს კითხვები
აქვს დანდაცვის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მან მიიღო გადაწყვეტილება,
რომ უმრავლესობის ფრაქციის სხდომას მოიწვევენ, რომელსაც მინისტრიც დაესწრება. ხუნდაძე
იმედოვნებს, რომ ამგვარად დეპუტატებისათვის პასუხგაუცემელი კითხვებისათვის მინისტრი
პასუხის გაცემას შეძლებს.
უმრავლესობის
დეპუტატის ბრალდებებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, კობა დავითაშვილმა
ან უნდა დაასაბუთოს მისი ბრალდებები ან კიდევ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე