|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცაგარეიშვილი: "პრეზიდენტის რეიტინგის დაცემა ძალიან ჰგავს მის გადმოვარდნას ველოსიპედიდან"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ  კვლევაში პრეზიდენტის რეიტინგის შემცირებას  ქვეყნის პირველი პირის ველოსიპედიდან გადმოვარდნას ადარებს.

„NDI-ს წინა და ამჟამიმდელ კვლებს შორის ერთადერთი სხვაობა ქვეყნის პრეზიდენტის რეიტინგის დრამატული ცვლილებაა.  ბატონი სააკაშვილის რეიტინგი  7 თუ 8 პროცენტით არის დაცემული და  კიდევ სადამდე დაეცემა, არ ვიცი. მისი რეიტინგის დაცემა ძალიან ჰგავს მის გადმოვარდნას ველოსიპედიდან. ეტყობა იმ ორმოში მიდის მისი რეიტინგები, საითკენაც  გაეშვირა მიხეილ სააკაშვილი, როცა ის ზღვაზე ისვენებდა რამდენიმე დღის უკან,“ - ამბობს ცაგარეიშვილი.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, კვლევაში  „ქართული ოცნების“ ლიდერობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ამომრჩევლების ძალიან დიდი ნაწილი იმედით უყურებს იმ რეფორმებს, რასაც კოალიცია ახორციელებს. ხოლო ცაგარეიშვილის თქმით, მათ ოპონენტებს არ გაეზარდათ რეიტინგი, რადგან არაფერი შეუთავაზებიათ ამომრჩევლებისათვის.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა