პრეზიდენტმა წინასაარჩევნო შეხვედრები ფრანგულ კაფეში ვახშმობით დაასრულა
საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთში წინასაარჩევნო შეხვედრები ფრანგულ კაფეში
ვახშმობით დაასრულა.
მიხეილ სააკაშვილმა, ქუთაისში, ახლადგახსნილ ფრანგულ კაფეში, ბაღდათსა და სამტრედიაში გამართული შეხვედრების შემდეგ ივახშმა.
იმერეთის გუბერნატორთან ვახტანგ ბალავაძესთან და პრესსამსახურთან
ერთად პრეზიდენტი აღნიშნულ კაფეში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა.
პრეზიდენტმა კაფე კომენტარის გარეშე დატოვა. ხოლო მისი
წასვლის შემდეგ ფრანგულ კაფეში გუბერნატორი და მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი
ნათია ბანძელაძე დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი იმერეთში გასულ კვირასაც
იმყოფებოდა. მან მოსახლეობას „ნაციონალების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე