წყალტუბოს გამგებლის მოადგილე: "არ ვიცოდი, უბანზე დაკვირვება თუ არ შემეძლო"
წყალტუბოს გამგებლის მოადგილე, ზურაბ ჯიმშელიეშვილი, რომელიც ბაღდათში არჩევნებს ერთ–ერთი არასამთავრობოს სახელით აკვირდეობდა, აცხადებს,
რომ მან არ იცოდა თუ ამის უფლება არ ჰქონდა.
ბაღდათის #13 საარჩევნო უბანი, სადაც ჯიმშელეიშვილი
იმყოფებოდა, სოფელ დიმის კულტურის სახლშია განთავსებული.
„მე ვერ მიჩვენებენ იმ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ არჩევნებზე
დაკვირვების უფლება არ მქონდა. მე ვიცოდი რომ ამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ როდესაც
გავიგე, რომ ეს არ შეიძლებოდა, ჩემი ნებით დავტოვე
უბანი. თუმცა, დღეს შაბათია, არასამუშაო დღეა და ვფიქრობდი, რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო“
– ამბობს ჯიმშელეიშვილი.
#13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, მაია კიკნაველიძის
თქმით, ჯიმშელეიშვილი მათ უბანზე დმკვირვებლად დღეს დარეგისტრირდა და ვიდრე უბანს დაატოვებინედნენ
კომისიას საჩივრით მიმართა.
კერძოდ, წყალტუბოს გამგებლის მოადგილე აცხადებდა, რომ
საარჩევნო კაბინიდან გამოსულ მოქალქეს ერთ–ერთმა დამკვირვებელმა რაღაც წასჩურჩულა.
უბნის თავმჯდომარის, მაია კიკნაველიძის თქმით, მომხდარს
ჯიმშელეშივლისა და მისი თანმხლები პირის გარდა არავინ ადასტურებს, რის გამოც საჩივარზე
ვერ იმსჯელებენ.
ბაღდათის #13 უბანზე არსებული დარღვევის თაობაზე განცხადება დღეს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის" აღმასრულებელმა დირექტრომა ნონო ლომჯარიამ გააკეთა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბაღდათის #13 საარჩევნო უბანზე წყალტუყბოს გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯიმშელეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის" დამკვირვებლის სტატუსით იმეყოფებოდა, რაც საარჩევნო კოდექსის 39–ე მუხლის მე–4 პუნქტის დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დამკვირვებლად არ შეიძლება დარეგისტრირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, სოფო ბობოხიძე