|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" ბაღდათში დარღვევებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" შუალედურ საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით ბაღდათში გამოკვეთილ დარღვევებზე კომენტარს აკეთებს.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ქეთევან ჩაჩავას თქმით, ამ დროისათვის ძირითადად პროცედურული დარღევევი იკვეთება.
როგორც ჩაჩავა ამბობს, საარჩევნო უბნებში ადმინისტრაცია არ იყენებს მარკირებას, რაც შესაძლებლობას იძლევა, იმ ადამიანებმა ვინც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, მეორედ შეძლოს ხმის მიცემა.
გარდა ამისა ჩაჩავა საუბრობს იმ ფაქტზეც, რომ ამომრჩევლებს, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ამჯერად ხმის მიცემის უფლება არ ეძლევათ.
ჩაჩავას თქმით, ამ დროისათვის უბნებთან მობილიზებული არიან
"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები და აქტივისტები საარჩევნო სიებით ხელში. ჩაჩავა აღნიშნავს, რომ ეს დარღევევას არ წარმოადგენს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლად აღიქმება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, სოფო ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა