გია თევდორაძე: "სამტრედიაში კარუსელი ტრიალებს"
საპარლამენტო უმცირესობის წევრის,
გია თევდორაძეს განცხადებით, ამ დროისათვის სამტრედიაში 20–მდე
დარღვევა დაფიქსირდა.
თევდორაძის განცხადებით, სამტრედიაში კარუსელი
ტრიალებს.
დარღვევები განსაკუთრებით #3, #6 და #12 უბნებზე
ფიქსირდება.
აღნიშნულის თაობაზე, საპარლამენტო უმცირესობის
წევრმა „ნაციონალების“ სამტრედიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დარღვევებზე სამტრედიის „ნაციონალური მოძრაობის“
ოფისის ხელმძღვანელი ავთანდილ სტურუაც საუბრობს. მისი განცხადბებით #34 საარჩევნო
უბანზე მოქალაქე ციალა კუტალაძის ნაცვლად ხმა მისცა ციალა ცინცაძემ, რომელიც
აღნიშნულ უბანში არ იყო რეგისტრირებული.
ავტორი: ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია