|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნების" კოორდინატორი ამომრჩველს კაბინაში შეჰყვა

ბაღდათში, სოფელ დიმში მდებარე #12 საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად  მისულ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ მიკროკოორდინატორი კაბინაში შეჰყვა.

აღნიშნული დარღვევა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ დამკვირვებელმა დააფიქსირა. ორგანიზაციის დამკვირვებლის გიგა გელხვიიძის თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ხმა უკვე მიცემული ჰქონდა, თუმცა ის საარჩევნო უბანზე მაინც იმყოფებოდა.

„კანონით მსგავსი რამ აკრძალულია. დარღვევაზე საჩივარი საია–ს დამკვირვებელმა დაწერა. საჩივარი საჩივრების წინგში შეიტანეს, თუმცა მისი განხილვა არ მომხდარა. ითქვა, რომ მოქალაქეს მხედველობის პრობლემა ჰქონდა და მას დახმარება სჭირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში მას სხვა მოქალაქე უნდა შეყოლოდა, რომელსაც ხმა მიცემული არ ჰქონდა,“ –  ამბობს გელხვიიძე.

დამკვირვებლის განცხადებით, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან მობილიზებული, ხოლო საარჩევნო კომისია საჩივრების მიღებაზე აურს აცხადებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, სოფო ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა