"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია
„ქართული ოცნების“ ბაღდათის მაჟორიტარმა კანდიდატმა, პაატა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი სოფელ დიმში, კულტურის სახლის შენობაში განთავსებულ #13 საარჩევნო უბანში გააკეთა.
"ოცნების" კანდიდატი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ კიკნაველიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა განაცხადა, მან ხმა მისცა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების პოლიტიკას.
კიკნაველიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში
ბაღდათის მოსახლეობის აქტიურობას.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, სოფო ბობოხიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა