რეგიონის პრობლემებზე იმერეთის სკოლების მოსწავლეებმა პროექტები წარადგინეს
ქუთაისში ი.ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლაში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმში იმერეთის 12–ვე რაიონის 125–მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
ფორუმს შემაჯამებელი ხასიათი ჰქონდა და მოსწავლეების მხრიდან მათი რეგიონისა თუ ქალაქის საჭიროებების კვლევას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას ისახავდა მიზნად. (მაგალითად, პრობლემები ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, მავნე ზეგავლენების, კულტურის და ა.შ. კუთხით)
ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ, აღნიშნეს 5 მნიშვნელოვანი პრობლემა მათ რეგიონში, მერე ამ პრობლემათა შორის უმთავრესი გამოყვეს. ყველა ჯგუფმა ჩამოაყალიბა სხვადასხვა საპროექტო წინადადება. რის შემდეგადაც13 პროექტი წარედგინა დამსწრე საზოგადოებას.

"ბავშვები წარმოადგენენ თავიანთ პროექტს და დაურთავენ ნახატს რომელიც სიმბოლურად ასახავს მათი სათქმელის ძირითად არსს",– ამბობს სამოქალქოს განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორი მაკა ჩინიჯიშვილი.
ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პოტენციური მხარდამჭერები, რომლებიც დაეხმარებიან სკოლებს პროექტების განხორციელებაში.
ბავშვების მიერ სახელდახელოდ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა სკოლის დერეფანში. მსურველ ორგანიზაციას და ან კერო პირს, საშუალება მიეცა სტიკერების მიკვრით დაეფიქსირებინათ საკუთარი მხარდაჭერა კონკრეტული პროექტის მიმართ.
ფორუმი ორგანიზებული იყო სამოქალქოს განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამა იმერეთში ხორცილედება ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა