კოტე კუბლაშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა იმერეთის რეგიონში მოქმედ მოსამართლეებთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
კუბლაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კოტე კუბლაშვილის შეხვედრა რეგიონებში ყოველ თვეში იმართება და დღევანდელი შეხვედრაც ერთ–ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა იყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა