|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები": ”მმართველი პარტია ცდილობს არჩევნების შედეგების გაყალბებას”

”ნაციონალური მორაობის” სამტერდიის  შტაბის უფროსის  ავთანდილ სტურუას განცხადებით, სამტრედიაში დარღვევები გრძელდება. მისი თქმით, პრობლემები ირითადად გადასატან ყუთთან და მარკირებასთან არის დაკავშირებული.

”არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მმარველი პარტია ცდილობს არჩევნების შედეგების გაყალბებას. გული მწყდება, რომ ისევ 90-იანი წლების რეალობას ვუბრუნდებით”,- განაცხადა რამდენიმე წუის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სტურუამ.

ის რამდენიმე საარჩევნო უბანს ასახელებს, სადაც, მისივე თქმით, მიზანმიმართული დარღვებია. ”მე-17-ე  და 28-ე საარჩევნო უბნებზე ადგილი ქონდა კოლექტიური სიის შეტანის მცდელობას. ერთ-ერთ უბანზე კი, ამომრჩეველს ათივე თითზე დაუფიქსირდა მარკირება”, - ამბობს სტურუა. მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამიმდინარე სამტრედიაში  საკმადო ბევრი  უბნის გადასატანი ყუთის შედეგბი იქნება გაბათილებული.

ავტორი: ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა