სამტრედიაში ხმა ამომრჩეველთა 43%–მა მისცა
სამტრედიის 50-ვე საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა.
სამტერდიის #54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, შუალდეურ საპარლამენტო არჩევნებზე 21 101-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. რაც, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43.45%–ს შეადგენს.
54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ლომიას განმარტებით არჩევნებმა ნორმალურად ჩაიარა.
,,დღის განმავლობაში იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ამას არანაირად არ მოუხდენია საერთო შედეგებზე გავლენა. რაც შეეხება აქტივობას ზოგადად შუალედური არჩევნების დაბალი აქტივობის გათვალისწინებით, სამტრედიაში აქტივობა კარგი იყო’’-განაცხადა ავთანდილ ლომიამ.

საოლქო საარჩევნო კომისისაში სულ 9 საჩივარია შესული.
ავტორი: ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა