|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ხმა ამომრჩეველთა თითქმის ნახევარმა მისცა

ბაღდათის #52 საოლქო სააჩევნო კომისიის მონაცემებით, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა 11 290 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 48,35%–ს შეადგენს.

როგორც საოლქო კომისიაში განმარტავენ, შუალედური საპარალამენტო არჩევნებისთვის აღნიშნული მაჩვენებლი ნორმალურია.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 2 საჩივარია შესული.

მათგან ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ეკუთვნის, რომელიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანას უკავშირდება.

რაც შეხება მეორე საჩივარს, ის არასამთავრობა ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიულ არჩევანს“  ეკუნის. ორგანიზაცია ბაღდათის პოლიციის უფრისის, გელა მშვილდაძის დაჯარიმებას ითხოვს, რომელიც მათი განცხადებით საარჩვენო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდეობდა და ამომრჩევლებზე გავლენას ახდებდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ნინო ნემსაძე ამბობს, რომ პირველ საჩივართან დაკავშირებით კომისია იმსჯელებს. ხოლო მეორე საჩივარი, წარმოდგენილია ფიტომასალით და საჩივარი მასთან ერთად უნდა განიხილონ.

ამ დროისთვის ბაღდათში ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და უბნებზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა