"მეოცნებე" კანდიდატმა არჩევნების სააბოლოო შედეგებამდე გამარჯვება იზეიმა
"ქართული ოცნების" ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა კიკნაველიძემ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. კიკნაველიძემ "კოალიციის" ბაღდათის ოფისში ბრიფინგი გამართა,სადაც აღნიშნა რომ ბაღდათში არსებული 28 საუბნო კომისიიდან, 14 უბნის კომისიის შედეგები მისთვის უკვე ცნობილია. ამ შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.
როგორც პაატა კიკნაველიძე ამბობს, "ცესკოს" მიერ არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცების შეთხვევაში, მას პარლამენტარის მოვალეობის შესრულება და ამომრჩევლებისთვის გაცემული დაპირებების ასრულება მოუწევს.
კიკნაველიძე მისი საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტად, ადგილობრივი თვითმმრთველობის რეფორმის მხარდაჭერას ასახელებს.
ავტორი: ქრისტინე ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა