|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია

ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე  ორსართულიან  კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი დაზარალდა.

ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე  აუდიტის ფირმა, მარკეტი და ვალუტის გადამცველი პუნქტი,  ხოლო მეორე სართულზე, აუდიტის ფირმის ნაწილი და საცხოვრებლებია განთავსებული.

ხანძრის შედეგად  აუდიტის ფირმის ნაწილი განადგურდა. მარკეტებში არსებული სასურსათო პროდუქციის ის ნაწილი კი რაც ცეცხლს გადაურჩა, წყლისგან გაფუჭდა.

კორპუსში არსებული ობიექტების მეპატრონეები აცხადებენ, რომ  ხანძრის გამომწვევი მიზეზები მათთვის უცნობია. მათივე თქმით, მეხანძრეებმა ცეცხლი დროულად ჩააქრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი  იყო ცეცხლს მათი საცხოვრებელი ფართებიც გაენადგურებინა.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა