ბობოხიძეებს ხონში ფართების მითვისებაში ადანაშაულებენ
ბობოხიძეების წინააღმდეგ ხონში დღეს აქცია გაიმართება.
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ძმას, ლევან ბობოხიძეს ფართების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ.
ხონში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლიკა სანაიას მათი ორგანიზაციის კუთვნილი ფართი 2008 წელს გაურკვეველ ვითარებაში გასხვისდა.
ხოლო ფართი წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ძმამ, ლევან ბობოხიძემ შეიძინა.
როგორც სანაია ამბობს, ამჯერად, ორგანიზაციის კუთვნილი ფართის დარჩენილი ნაწილის გასხვისება უნდათ იგივე ტენდენციით.
"ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და დღეს ვგეგმავთ აქციას ხონში ბობოხიძეების წინააღმდეგ," – ამბობს ლიკა სანაია newpress.ge–სთან საუბარში.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა