|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო სალუქვაძე:"სპორტი უფასო უნდა იყოს"

დღეს, "ქუთაისის უნივერსიტეტში" ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყო და კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად საქართველოში მიზანში სროლის – პერსპექტივებს შეეხო. 

"სპორტი უფასო უნდა იყოს, ანუ სახელმწიფომ დააფინანსოს", – განაცხადა ნინო სალუქვაძემ. სპორტსმენმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში მიზანში სროლა არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია.
ნინო სალუქვაძის თქმით, სპორტის ამ სახეობას, ყველა მთავრობა პირდებოდა შველას, თუმცა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჯერჯერობით არავის განუხორციელებია. 
"ქუთაისის უნივერსიტეტის" სტუდენტები დაინტერესდნენ სპორტსმენის ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოცდილებით და იმ წარმატების ფორმულით, რაც სპორტსმენს უნდა გააჩნდეს. "მარტო ტალანტით შორს ვერ წახვალ. თავდაუზოგავი შრომით შეიძლება რაღაც რეზულტატის ჩვენება. მაგრამ თუკი ტალანტი და შრომა გაერთიანდა, მაშინ შედეგიც საუკეთესო იქნება. აუცილებელია მიზანდასახულობა და გზის სწორად შერჩევა, რომელსაც დაადგები", – განაცხადა ოლიმპიადის სამგზის მედალოსანმა.
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადაზე რამოდენიმე წარმატებული გამოსვლა გაიხსენა. " გასული საუკუნის 90–იან წლებში ერთ–ერთ ოლიპმიადაზე ისე მოხდა, რომ ყოფილი სოცბანაკის ქვეყნების წარმომადგენლები ისროდნენ საუკეთესოდ. თან იმ პერიოდში საქართველოშიც და ყოფილ იუგოსლავიაში ომი იყო. ოლიმპიადაზე გვეხუმრებოდნენ, როგორც ჩანს თქვენს ქვეყანაში ცოცხალ სამიზნეებზე ვარჯიშობდით, ასეთი კარგი შედეგი რომ გაქვთო", – აღნიშნა ნინო სალუქვაძემ.
ქუთაისში ამჟამად, მხოლოდ ორი ტირი, 35–ე სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ, სურვილი გამოთქვა, რომ ამ ბაზაზე თვეში ერთხელ მაინც გაიმართოს სპორტული ასპარეზობა მიზანში სროლაში. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა