ქუთაისში "ბაზის ბანკის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
დღეს
ქუთაისში "ბაზის ბანკმა" რიგით 21–ე
სერვისცენტრი გახსნა. ბანკის სერვისცენტრი მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებას, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სთავაზობს.
საქართველოში ამ დრომდე, „ბაზის ბანკის“ 20 სერვისცენტრი ფუნქციონირებდა. ქუთაისში ახლადგახსნილი სერვისცენტრი კი იმერეთის რეგიონში პირველია.
ბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა აცხადებს, იმერეთის რეგიონში „ბაზის ბანკი“ საქმიანობის გაფართოებას და კლიენთა რაოდენობის
გაზრდას გეგმავს.
„ეს
არის პირველი ნაბიჯი ქუთაისში. დაგეგმილი გვაქვს ახალ სერვისცენტრს, სხვა მომსახურების
წერტილებიც შეემატოს,“ –აცხადებს დავით ცაავა.
„ბაზის
ბანკმა“ ქუთაისში პირველი მომხმარებლები უკვე გაიჩინა.
„ექვსი თვეა „ბაზის ბანკთან“ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. სხვა კომპანიებსაც ვურჩევთ ითანამშრომლონ ამ ბანკთან,“
– ამბობს სამშენებლო კომპანია „საქმილსადენმშენის“
ხელძღვანელი ავთანდილ რუხაძე.
2013 წელი „ბაზის ბანკისათვის“ საიუბილეო წელია. წელს
საქართველოში ბანკის დაარსებიდან 20 წელი
სრულდება.
ავტორი: დეა მანაგაძე