|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი: "დანაშაული პრემიების ფულის არ დახარჯვაა"

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო კაჭკაჭიშვილი სააღდგომოდ მერიის თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემაზე განმარტებას აკეთებს. კაჭკაჭიშვილის თქმით, პრემიების ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე წლის ბიუჯეტით არის გაწერილი და დანაშული მისი არ დახარჯვა იქნებოდა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ის ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და შემდეგ გაიცეს პრემიები. თუმცა ნიკო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ  პრემიების ფონდი მიმდინარე წლის ბიუჯეტის შედგენისას განისაზღვრა.

„ეს არ არის პრემია. ეს არის შიდა კვარტალური მეოთხე ხელფასი, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ, დღესასწაულებზე გაიცემა. ამ თანხას შემდეგ დაარქვეს პრემია. მე რომ არჩევის საშუალება მქონდეს, იმას ავირჩევდი, რაც ქალაქისათვის საჭიროა. მაგრამ ეს თანხა იყო ბიუჯეტში. ვფიქრობ, დანაშაული პრემიების ფულის არ დახარჯვაა" -ამბობს კაჭკაჭიშვილი.

ქუთაისის მერიაში სააღდგომოდ გაცემულ პრემიებზე newpress-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“  იმერეთის წარმომადგენლობა გამოეხმაურა.  წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მერიაში პრემიების გაცემას ამორალური უწოდა და ამის ნაცვლად ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სააღდგომოდ მერიის 628 თანამშრომელზე 364 450 ლარის ოდენობის პრემია გაიცა.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა