"პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშებს მხოლოდ ცნობად არ მიიღებს"
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ომბუდსმენის ყოველწლიური ანგარიშის იმ ნაწილს განიხილავს, სადაც საუბარი გახმაურებულ საქმეებს, დაკავებებსა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შეეხება.
სახალხო დამცველთან მორიგი შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ასევე, გავივლით დევნილთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბავშვთა უფლებების დარღვევებსა და სხვა თემატიკას. კომიტეტის
წევრებთან კონკრეტულ თემებზე საკმაოდ ვრცელი საუბარი გვექნება,“ - ამბობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანა კობახიძის
თქმით, სახალხო დამცველის ნებისმიერი რეკომენდაცია ნებისმიერ
საქმესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია.
„პარლამენტი საგანგებოდ იმსჯელებს ამ ანგარიშთან დაკავშირებით
და მიიღებს საგანგებო დადგენილებას. დასრულდება ის დრო, როდესაც პარლამენტი ომბუდსმენის
ანგარიშს მხოლოდ ცნობად იღებდა,“ - ამბობს კობახიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე