მანანა კობახიძე: "პრეზიდენტის პარლამენტში გამოუცხადებლობა დანაკლისი არ იქნება"
მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხი ამ დროისათვის დღის წესრიგში არ დგას.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში
აცხადებენ, პრეზიდენტი თავისი საჯარო გამოსვლებით
ისედაც აბარებს საზოგადოებას ანგარიშს და ამისთვის პარლამენტში მისვლა საჭირო არ არის.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით,
შესაძლოა პრეზიდენტს აღარც უნდოდეს პარლამენტში მისვლა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო
ორგანოში მაინც წარდგება, კობახიძის თქმით, მისგან ახალს ვერაფერს გაიგებენ.
„მისი ყოველდღიური გამოსვლები ვფიქრობ, საზოგადოებას
აძლევს შეფასების საშუალებას, როგორ ასრულებს ის თავის საპრეზიდენტო ვადას. ასრულებს
ბრჭყალებში, რადგან ვადა მას დიდი ხანია ამოწურული აქვს. მე პირადად იმაში ვერანაირ
დანაკლისს ვერ ვხედავ, თუ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში არ მოვა,“ - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს მისი ყოველწლიური მოხსენება
პარლამენტისათვის მიმდინარე წლის რვა თებერვალს უნდა გაეცნო. თუმცა მაშინ უმრავლესობამ
ქვეყნის პირველ პირს მომენაზე უარი უთხრა, რადგან „ნაციონალები“ საკონსტიტუციო ცვლილებების
პროექტს არ ეთნხმებოდნენ. მას შემდეგ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაცეიბი
პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს შორის მიმდინარეობდა,
თუმცა ამ დროისათვის უცნობი რჩება როდის გამოვა ან მივა თუ არა საერთოდ პრეზიდენტი
პარლამენტში.
საპარლამენტო უმცირესობაში ქვეყნის პირველი პირის პარლამენტში
მისვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე