|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის მინისტრმა "ნაციონალებთან" ტონალობა შეარჩია

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან პარლამენტში გამართულ შეხვედრას კონსტრუქციულად აფასებს.

მინისტრის თქმით, მას „ნაციონალებმა“   უხერხული კითხვები დაუსვეს, თუმცა თვლის, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

„დღეს იყო იმის მაგალითი როგორ შეიძლება  ისაუბრო მწვავე საკითხებზე და შეარჩიო ტონალობა ისე, რომ  აზრთა სხვადასხვაობა ერთ აზრად იქცეს.  დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ და ყოვეთვის მზად ვარ ნებისმიერი დიალოგისათვის,“ - ამბობს მინისტრი.

მინისტრის მსგავსად, შეხვედრით კმაყოფილებას საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც გამოთქვამენ.  

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით,  კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია  ერთ-ერთი მინისტრთაგანია, რომელმაც აღიარა, რომ კულტურის სფეროში წინა წლებში მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა.

როგორც წიკლაური ამბობს, „ნაციონალებთან“ პარლამენტში გამართული შეხვედრის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ წინა წლებში გაკეთებულზე უნდა დაეშენოს სამომავლოდ რაც კულტურის სფეროში გაკეთდება.

შეგასენებთ, რომ გურამ ოდიშარია საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე „ნაციონალების“ მიწვევით იმყოფებოდა. მინისტრთან შეხვედრისას საუბარი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, გარკვეული შენონების  შესაძლო დემონტაჟის თემას, რუსეთთან კულტურულ ურთიერტობებსა და რიგ საკითხებს შეეხებოდა.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა