ქუცნაშვილი: "ნაციონალებს" დანაშულებრივი გზით შეძენილი ქონების გადარჩენა უნდათ"
პარლამენტის ფრაქცია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „ნაციონალები“ დანაშაულის
გზით შეძენილი ქონების ლეგალიზებას ცდილობენ.
ამის მაგალითად ქუცნაშვილმა
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი
დაასახელა, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.
ქუცნაშილის თქმით, „ნაციონალების“
ინიციტივის მიხედვით, რიგი დანაშაულის ჩამდენ პირებს (კომერციულ მოსყიდვა, „ატკატები“
, ქონების გადამალვა, ტენდერების შედეგად თანხების მიღება, ყალბი აქციზური მარკების გამოყენება,
გადასახადების არ გადახდა), დანაშულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაკანონება შეეძლებათ.
„სააკაშვილმა დანაშაულებრივი
გზით მოპოვებული დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით დაიწყო თავისი საპრეზიდენტო
კარიერა და თავის კამპანიას დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზების მოთხოვნით ასრულებს,“
- ამბობს ქუცნაშილი.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ
ჯაფარიძის კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა დაბლოკეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე