აზარტული თამაშების აკრძალვის მოთხოვნით კობა დავითაშვილი ხელმოწერებს შეაგროვებს
საპარლამენტო უმრავლესობის
წევრი კობა დავითაშვილი აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით ხელმოწერების
შეგროვებას (200 000 ხელმოწერა) აპირებს და რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
ამის შესახებ დეპუტატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც
უმრავლესობამ მის კანონპროექტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეზღუდვების
დაწესებას შეეხებოდა, მხარი არ დაუჭირა.
დავითაშვილის თქმით,
ის მოთხოვნებს ზრდის და რეფერენდუმის ჩატარებას საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოითხოვს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა