ქუცნაშვილი: "ბატონი ბიძინა თვლის, რომ მინისტრმა ხელქვეითების საქციელზეც უნდა აგოს პასუხი"
სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით კირვალიძეს საპარლამენტო უმრავლესობაში ერთ–ერთ ეფექტურ მინისტრად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების აზრით, კირვალიძეს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებში, ბრალი არ მიუძღვის. სააპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის თქმით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც 800 000 ბენეფიციარს მოიცავს, მიმდინარე წელს პირველად ხორციელდება. რის გამოც ხარვეზების არსებობაც ბუნებრივია. თუმცა ხიდაშელი აქვე აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი ნაკლოვანებები, მხოლოდ მინისტრის ბრალი არ არის და მასში წვლილი სოფლის რწმუნებულებსაც მიუძღვით.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე