ორმაისობა გვირილების თანხლებით
ორმაისობის დღესასწაული ქუთაისში დღეს, ყვავილების სიმრავლით აღინიშნება. ამის ერთგვარ ვალდებულებას დღსასწაულის მეორე სახელწოდება "გვირილობა“ აჩენდა.
ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ყვავილების გამოფენა–გაყიდვას დაეთმო. ყვავილების სხვადასხვა სალონებმა და კერძო კოლექციონერებმა თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს.
ჭარბობდა გვირილა და გვირილისგან დამზადებული კომპოზიციები.
დიზაინერთა შორის იყვნენ ფლორისტები ჭიათურიდან.
„პირველად ვართ ქუთაისში, აქამდე თბილისში მიგვქონდა ჩვენი კოლექციები. ძირითადად 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ლამაზი დღესასწაულია „გვირილობა“. ვისურვებდი ყვავილს მეტი სადღესასწაულო ფუნქცია შეეძინოს. ნელ–ნელა მკვიდრდება ეს კულტურა. ყვავილები აქტიურად შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და ალამაზებენ მას“, – აღნიშნა ფლორისტმა ვიქტორია ბრეგვაძემ.
შეგახსსენებთ, რომ ქუთაისობის, იგივე „გვირილობის“ დღესასწაულის დამკვიდრება უკავშირდება ქუთაისელ გიმნაზილ გოგონამ, რომელიც მეგობრებთან ერთად ყვავილებს ყიდდა ქველმოქმედების მიზნით, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.
გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან „გვირილობა“ საერთო–სახალხო დღესასწაულად იქცა და ის წელიწადს, 2 მაისს აღინიშნება.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი