როლანდ ახალაია: "ჩემი შვილი უკანონო პატიმარია"
საპარლამენტო უმცირესობის
წევრის როლანდ ახალაია „ნაციონალებიდან“ წასვლას უარყოფს. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში
განაცხადა. ახალაია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა.
ახალაიას თქმით, მისთვის უცნობია ვინ გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია. დეპუტატი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობასაც
შეეხო და აღნიშნა, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია, ხოლო სამართლიან სასამართლოს
ჯერ ვერ ხედავს.
რაც შეეხება დათა ახალაიას მიერ ვანო მერაბიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, ახალაია ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა