|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა დავითაშვილი: "იმედია ღარიბაშვილი შენიშვნას მიიღებს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი  შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შერჩევით სამართალში ადანაშულებს.

დეპუტატის თქმით, გუშინ თბილისში ორი აქცია ჩატარდა, რომელთაგან ერთი  „ნაციონალებმა“, ხოლო მეორე „ლაბორატორია 1918“- მა გამართა.  როგორც დავითაშვილი ამბობს, ორივე აქციაზე დაირღვა კანონი.

დავითაშვილის თქმით, პირველ  შემთხვევაში პარლამენტის შენობიდან ოცმეტრიანი დისტანცია არ იყო დაცული.  ხოლო მეორე შემთხვევაში გზის გადაკეტვის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ არსებობდა.

„თუ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იმის მიუხედავად, გავლენიანი მფარველი ჰყავს ევროპის სახალხო პარტიის სახით დასავლეთში თუ ნეოკონსერვატორების სახით ამერიკაში, მათ კანონის წინაშე თანაბრად უნდა აგონ პასუხი.  „ნაციონალებსაც“ ისევე უნდა აგენინონ პასუხი,  როგორ აგებინეს „ლაბორატორია 1918“-ის წევრებს. მე შინაგან საქმეთა მინისტრთან სერიოზული შენიშვნა მაქვს და იმედია, ბატონი ღარიბაშვილი მიიღებს ამ შენიშვნას,“ - ამბობს დავითაშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა