"ნაციონალები" პარლამენტის პლენარული სესიის ჩაშლას ცდილობდნენ
დღეს, პარლამენტის სხდომა დაპირისპირებით გაიხსნა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ჯერ რეგისტრაცია
არ გაიარეს, რის გამოც სხდომა დაახლოებით 20 წუთით გადაიდო. ხოლო განმეორებითი რეგისტრაციის
შემთვევაში განაცხადეს, რომ პარლამენტი მუშაობას ვერ გააგრძელებდა, რადგან რეგისტრაციის
დროს 6 კაცი სხდომათა დარბაზში დაგვიანებით შევიდა.
უმრავლესობა „ნაციონალების“ ქმედებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში
ცვლილებების განხილვას უკავშირებს. უმცირესობა, რომელიც აღნიშნულ კანონს მხარს არ უჭერს,
მის განხილვას მომდევნო სასესიო კვირისთვის ითხოვდა, თუმცა ოპონენტებისაგან
უარი მიიღეს.
„ნაციონალებს“ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მიმართა
და მათ პრეტენზიების გასაჩივრება ურჩია.
„ვის ეკამათებით ქალბატონო მანანა, როდესაც ესენო იურიდიულად
აქ არ არიან? გთხოვთ ნუ არღვევთ პროცედურას და შეწყვიტოთ მათთან კამათი,“ -განაცხადა
უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა.
საბოლოო ჯამში უმრავლესობის დეპუტატებმა სხდომის გადადების
თაობაზე ოპონენტების მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე