|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, პირველ მაისს მოხდა. მსჯავრდებულმა, რომელიც სასჯელს თაღლითობის მუხლით იხდიდა, სეირნობაზე უარი თქვა, ხოლო სეირნობიდან დაბრუნებულმა პატიმრებმა მსჯავრდებული საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პირველადი ვერსიით, ადგილი ჰქონდა  თვითმკვლელობას, ხოლო მსჯავრდებულმა თავი საკუთარი  ზეწრის გამოყენებით ჩამოიხრჩო.

მომხდართან დაკავშირებით სამინისტროში ძიება მიმდინარეობს.    

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა