"ჩქაროსნული მანევრი" ქუთაისში 30 ავტომრბოლელის მონაწილეობით
შეჯიბრი "სახელწოდებით ჩქაროსნული მანევრი", ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონზე გაიმართა. ავტორბოლას ქუთაისში პირველად, ორგანიზება ქუთაისის საავტომობილო ფედერაციამ გაუწია.
შეჯიბრში მონაწილეობა სულ 30 ავტომრბოლელმა მიიღო, სადაც
ადგილობრივების გარდა აჭარიდან, სამეგრელოდან, აბაშიდან და სამტრედიიდან ჩამოსულმა მოყვარულმა ავტომრბოლელებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ავტორბოლაში გამარჯვებულად ქუთაისელი მოყვარული ავტომრბოლელი
ბექა ნასარეია გამოვლინდა. რომელმაც ფულადი პრიზი, 200 ლარის ოდენობით მიიღო. „ქალაქში ავტორბოლის მოყვარულები მრავლად არიან,
რომლებსაც პროფესიონალ მრბოლელებად ჩამოყალიბების სურვილი აქვთ. ასე, რომ ქუთაისში
სპორტის ამ სახეობას ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივები, თუ მხარდაჭერა გვექნება,“–
ამბობს იმერეთის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ბარამბია. მისივე თქმით,
პრობლემები ფედერაციას, ძირითადად რბოლის გასამართ ადგილთან დაკავშირებით ექმნებათ.
იმერეთის საავტომობილო ფედერაცია ქუთაისში ერთი წელია,
რაც ჩამოყალიბდა.
ავტორი: ანა ჯანაშია