ვაკანსია და მოთხოვნები ქუთაისის მერობის მსურველთათვის
ქუთაისის მერის თანამდებობის დასაკავებლად ვაკანსია გამოცხადდა.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 5 წლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ.
თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მერობის მსურველთა სასურველი ასაკი 18 წლიდან იწყება (65–წლამდე). ამავე დროს მოთხოვნებში ბაკალავრის ხარისხიც შედის.
სამაგიეროდ, ენებიდან მერობის პრეტენდენტებს მხოლოდ ქართულად კარგად წერასა და მეტყველებას სთხოვენ, ასევე, კომპიუტერული პროგრამებიდან მერობის მსურველებმა კარგად უნდა იცოდნენ – Microsoft Office Word.
კონკურსანტებს მოეთხოვებათ სამართლებრივი აქტების ცოდნაც. მათ შორის არის: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;საქართველოს კანონი"საჯარო სამსახურის შესახებ"; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს შრომის კოდექსი.
ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. "პირველ ეტაპზე მოხდება კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ. მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მოეთხოვებათ სამოქმედო პროგრამის წარმოდგენა (არაუმეტეს 1200 სიტყვა)," – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს (დამატებითი დოკუმენტაციის გრაფაში ელექტრონულად):
ა) განცხადება;
ბ) Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა(დიპლომის ასლი);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ზ) ავტობიოგრაფია;
თ) სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 250 სიტყვისა).

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე : www.hr.gov.ge, აგრეთვე, შესაძლებელია განცხადების წარდგენა წერილობითი ფორმით, სხვა წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად, შემდეგ მისამართზე: ქუთაისი,რუსთაველის გამზირი N3,მე-3 სართული,საკრებულოს აპარატის სამდივნო სამსახურის კანცელარია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა