|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელებს აღდგომის დღესასწაულზე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,  ქუთაისის მოსახლეობას უფასო ტრანსპორტი მომემსახურება. ქალაქში არსებული სასაფლაოების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას მერიის მიერ გამოყოფილი 6 ერთეული მირკოავტობუსი უზრუნველყოფს.

5 მაისს უფასო ტრანსპორტი 9:00 სათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

საფიჩხია–ოღასკურა–გორა–საქუსლიას სასაფლაოების მიმართულებით ორი ერთეული მირკოავტობუსი დაინიშნება.

ქალაქის ცენტრალური მოედნიდან  ერთი ერთეული მიკროავტობუსი ვარდიგორას სასაფლაოსკენ იმოძრავებს.

წითელი ხიდიდან ძელქვიანის და ავანგარდის სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს  თითო–თითო მიკროავტობუსი გადაიყვნს. ასევე  ერთი სატრანსპორტო საშუალება იქნება გათვალისწინებული ოღასკურიდან ქვიტირის სასაფალოსკენ.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში  განმარტავენ, რომ 5 მაისს ქალაქში დანიშნული  უფასო ტრანსპორტის პარალელურად, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა