|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცეცხლმოკიდებულია ქუთაისის ბაზარი" [Video]

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ბაზარში პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა.

"ცეცხლმოკიდებულია ქუთაისის ბაზარი, ისეთი სიძვირეა. მაგრამ რაც არ უნდა ღირდეს, აუცილებელია ოჯახში პროდუქტები მიიტანო და სუფრაზე სააღდგომოდ ყველაფერი  გქონდეს," – ამბობს ქუთაისში მცხოვრები რამაზ გიორგაძე.

სრულყოფილი სააღდგომო სუფრისთვის, ბაზარში მყოფი დიასახლისების თქმით, მინიმუმ 300 ლარია საჭირო.

ქუთაისის ბაზარში ფასებმა, როგორც ირკვევა, გარკვეულ პროდუქტებზე: კვერცხზე, ნიგოზზე, ბოსტნეულზე და ხილზე მოიმატა. ხოლო ხორცისა და ყველის ფასი უცვლელი დარჩა.

"ყველი ისევ 6 ლარი ღირს, ხორცი კი 12 ლარი. საქმე იმაშია, რომ ყველა ამ დღისთვის ინახავდა ყველს, რამაც ფასების გაძვირება ძირითადად ბოსტნეულზე და ხილზე გამოიწვია," – ამბობენ ქუთაისის ბაზარში მყოფი გამყიდველები.

ქუთაისის ბაზარში 1 კგ პომიდორისა და ბადრიჯნის ფასი 4–დან 5–ლარამდე, ხოლო ვაშლისა და ფორთოხლის ფასი 3–დან 4–ლარამდე მერყეობს. 1 კილოგრამი ნიგვზის ფასი, საშუალოდ 23 – 25 ლარია.

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაზარში, გაძვირებული პროდუქტების მიუხედავად, მყიდველების ნაკადი დილიდან არ შემწყდარა.

 

 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა