|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ყოფილ მერს ვიცე–გუბერნატორობა არ სურს

იმე­რეთის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ში პირ­ვე­ლი ვი­ცე-გუბ­ერ­ნატორის თანამდე­­ობა დაახლოე­ბით ერთ თვე­ზე მე­ტია ვა­კან­ტუ­რი­ა.

ყოფილ „ნა­ცი­­ნალს" და  ამჟამად „პატრ­იოტ" გო­ჩა თევ­დორაძეს, გუბ­ერნიაში შემ­ცვლელი ამ დრომ­დე ვერ მოუძე­­ნეს. რო­გორც ცნობილი­ა, იმე­რეთის მოქ­მე­დი გუბ­ერ­ნატორი სან­დო და მი­სი ნდობით აღ­ჭურ­ვილ კან­დი­დატს ეძე­ბს, რის გა­მოც პირ­ვე­ლი ვი­ცე-გუბ­ერ­ნატორის და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სი გა­ჭი­­ნურ­და.

იმე­რეთის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ში აცხადე­­ენ, რომ ვი­ცე-გუბ­ერ­ნატორის ვა­კან­ტურ თანამდე­­ობა­ზე ქუ­თა­­სის ვი­ცე-მე­რის ამი­რან ძო­წე­ნი­ძის კან­დი­და­ტუ­რა გა­ნიხილე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ში იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გუბ­ერ­ნატორი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას უახლო­ეს დღე­­ბში მიიღე­ბს.

თა­ვად ძო­წე­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ვი­ცე-გუბ­ერ­ნატო­რობას­თან დაკავშირე­ბით ოფი­ცი­­ლუ­რი შეთ­ავაზე­ბა არ მი­­ღი­ა. თუმ­ცა აქ­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ პრეზ­იდე­ნტის გუნ­დში მუ­შაობა მის­თვის დი­დი პა­ტი­ვია და თუ ამ მოვალე­ობის შეს­რულე­ბას დააკისრე­­ენ,  წი­ნა­აღ­მდე­გი არ იქნე­ბა.

არა­­ფი­ცი­­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხარის გუბ­ერნატორს ვახტანგ ბა­ლავაძეს  ვი­ცე-გუბ­ერ­ნატორის პოსტ­ზე თა­ვი­სი ფა­ვორიტი ჰყავს და მის მოადგილე­ობას ქუ­თა­­სის ყოფილ მერს, ბესიკ ბრეგ­აძეს სთა­ვა­ზობს. ბესიკ ბრეგ­აძე, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის საკრე­ბულოს უმრავლეს­ობამ არას­რულყოფი­ლი მუ­შაობისათ­ვის თანამდე­­ობა დაატო­ვე­ბინა,  „ნაციონალე­ბისათ­ვის" სან­დო და მი­სა­ღებ კად­რად ითვლე­ბა. ცნობილია, რომ გუბ­ერ­ნატორის დი­დი სურ­ვი­ლის მიუხედა­ვად, ბესიკ ბრეგ­აძე არსე­ბული პო­ლი­ტი­კუ­რი ვითარე­ბის გა­მო, შეთ­ავაზე­ბულ პოსტ­ზე უარს ამბ­ობს.

იმე­რეთის სამხარე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი სამ­სახურის უფ­რო­სის ზე­კო ხაჩი­ძის თქმით, მის­თვის არ არის ცნობილი ბრე­გა­ძის მი­სა­მარ­თით გაკე­თე­ბული  შეთ­ავაზე­ბა. აღ­ნიშ­ნულს თა­ვად ბრეგ­აძეც  უარყოფს და აცხადე­ბს, რომ მას სა­კუ­თა­რი თა­ვი ად­გი­ლობრივ თვითმმართველ­ობაში უფ­რო წარ­მო­უდ­გე­ნი­ა, ვიდ­რე სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ში.

„შემ­ოთავაზე­ბა არ ყოფი­ლა და რომ იყოს, არა­ნა­­რად არ დავ­თანხმდე­ბი. ჩე­მი გამოცდილე­ბის გა­მოყე­ნე­ბას ქა­ლა­ქი­სა და თვითმმართველ­ობისათ­ვის უფ­რო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვთვლი. თუ ქა­ლა­ქი ჩათ­ლის სა­ჭი­როდ, მე მზად ვარ ვემ­სახურო. სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცია სხვა სისტ­ემაა. ჩე­მი თა­ვის ამ ად­გილ­ზე რეა­ლიზე­ბას ვერ ვხედავ. საქ­მე და პო­ლი­ტი­კა ისე­თი­ა, რო­დე­საც ერ­თმანეთში აუ­რევ, არც ერ­თი გა­მო­დის და არც მეო­რე. ამი­ტომ, მე საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვუდგე­ბი ყველ­აფ­ერს," - ამბ­ობს ბესიკ ბრეგ­აძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა