|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ჟურნალისტმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვას

ქუთაისელმა ჟურნალისტმა, რადიო" ძველი ქალაქის" მუსიკალური პროგრამების რედაქტორმა, თეა ჩეჩელაშვილმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვას.


ამის შესახებ ჩეჩელაშვილმა დღეს, ქუთაისში, იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩეჩელაშვილის თქმით, 2013 წლის მარტიდან დღემდე ის სამჯერ გაქურდეს, თუმცა პოლიციას ძარცვის არცერთი ფაქტი არ გამოუძიებია.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, პირველად მძარცველებმა კომპიუტერი წაიღეს, შემდეგ კი მასთან სტუმრად მყოფი მეგობრის ავტომანქანა გაქურდეს. მესამე ჯერზე, როგორც ირკვევა, ქურდებმა ჟურნალისტის სახლიდან საოჯახო ნივთები გაიტანეს.

"სამივე შემთხვევაში ოპერატიულად ვაცნობე პოლიციას, თუმცა მათგან არცერთ შემთხვევაზე არ ყოფილა რეაგირება. მე რომ ვინმეზე მქონდეს ეჭვი, პირდაპირ დავადებდი ხელს. სახლში პირადი მოხმარების ნივთები აღარ დამრჩა. მოვუწოდებ პოლიციას მიხედონ ჩემს საქმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები უარი ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე," – ამბობს ჩეჩელაშვილი.

ავტორი: ქრისტინე ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა