|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობა ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების ხელშეკრულებების გადახედვას გეგმავს

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქართულ–ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ გათავისუფლებულ მუშებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე შეხვდა.

ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ მუშებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში „მახინჯი მუხლები“ იყოს ჩადებული.

ნიშნიანიძემ ქარხნის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნას სამართლიანი უწოდა და მუშებს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დახარებას დაჰპირდა.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, „ფრეშ ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ საწარმოში დასაქმებულები მანამდე გაათავისუფლა სამსახურიდან, ვიდრე შრომის ახალი კოდექსი ამოქმედდებოდა.

„ჩვენ გადავხედათ ამ ადამიანების ხელშეკრულებებს. არ არის გამორიცხული მათ ხელშეკრულებებში მახინჯი მუხლები იყოს ჩადებული. ვაპირებთ, ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. ეს ადამიანები სამართიანად დგანან  აქციაზე და ჩვენ მათ დავეხმარებით,“ – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართულ–ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ 400–მდე ქართველი მუშა გაათავისუფლეს. რომლებსაც განუცხადეს, რომ სამსახურიდან დროებით, 6 თვით დაითხოეს და  მათ  ეტაპობრივად აღადგენდნენ. მუშებს კი სამსახურში აღდგენის დაპირების არ სჯერათ.

სამსახურიდან გათავისუფლებული მუშძები ქარხნის წინ აქციას ამ წუთებშიც მართავენ. ისინი საწარმოს ქართული წარმომადგენლობის  ხელმძღვანელთან, მიხეილ თიგიშვილთან შეხვედრას ელოდებიან, რომე3ლიც ადგილზე დაახლოებით ერთ საათში უნდა მივიდეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა