|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ცამციშვილის პროცესი ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის პროცესი გადაიდო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცამციშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა  თემურ ცამციშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ელისო დათუსანმა შესავალი სიტყვის მოსამზადებლად დრო ითხოვა.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსის  საქმეზე სასამართლო მოსმენა 30 მაისს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ თემურ ცამციშვილს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია იმააზე, რომ თბილისიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირებისთვის  ქუთაისელ ხელოვანებს ცამციშვილმა იმაზე მეტი თანხა გამოუწერა, ვიდრე საჭირო იყო.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა