|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურა ქუთაისის საბავშვო ბაღების საქმეს იძიებს

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დაკითხა.

პაქსაძეს გამოძიებამ კითხვები 2010 წლის დეკემბერში, ქუთაისის საბავშვო ბაღებიდან გამგეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაუსვა. 

2010 წელს  ქუთაისში არსებული  35 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან 5 ბაღის დირექტორი  სამართალდამცავებმა დაიჭირეს, ხოლო 30 ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს.

მაია პაქსაძის თქმით, გამოძიება დაინტერესდა როგორ, რა ვითარებაში მოხდა ბაღის დირექტორების გათავისუფლება და რა იყო ამის მიზეზი.

„არ ვიცი კიდევ გამომიძახებენ თუ არა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მივალ,“ - ამბობს პაქსაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საბავშვო  ბაღებიდან  დირექტორების გათავისუფლების საქმეზე შესაძლოა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც დაიკითხოს.    

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა