|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში სამედიცინო სფერო ბიზნესის კეთებითაა დაკავებული"

"ჯანდაცვა ადამიანების გადარჩენის საშუალება უნდა იყოს და არა ბიზნესის კეთების საშუალება," - ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

წულაიას თქმით, სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო დაწესებულებებს თანხას არ ურიცხავენ, რის გამოც საავადმყოფოები ექიმების ხელფასების გაცემასა და სამედიცინო ინვენტარის შეძენას ვერ ახერხებენ.

როგორც წულაია ამბობს, აღნიშნული ქმედება ხელოვნურად, სამედიცინო დაწესებულებების გასაკოტრებლად კეთდება.

"ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ამ საკითხს. სადაზღვეო კომპანიებს საავამდყოფოების გახსნისა და სხვა ბიზნესის კეთების უფლება არ უბნდა ჰქონდეთ. მათ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა იზრუნონ და არა ფულის შოვნაზე. ქუთაისში, თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სადაზღვევო კომპანიას არ ეკუთვნის, მსგავსი ვითარებაა," - ამბობს წულაია.

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობა ჯანდაცვისა და სადაზღვევო სექტორების დარეგულირების მიზნით პარლამენტისთვის საკანომდებლო წინადადებით მიმართავს გეგმავს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა