ქუთაისის მერობის მსურველი 41 კონკურსანტიდან უმრავლესობა ქალია
ქუთაისის მერობის მსურველთა რიცხვი ამ დროისათვის 41-ს შეადგენს.
ქალაქის მერიაში შექმნილ საკონკურსო
-საატესტაციო კომისიაში მერობის კანდიდატების განცხადებები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა
მუნიციპალიტეტიდან შევიდა. წარმოდგენილი განაცხადების
მიხედვით ქალები ლიდერობენ.
ქუთაისის მერის კონკურსის წესით შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მღვდელაძის თქმით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე კომისიაში დამატებით 10-მდე განაცხადის შესვლას ვარაუდობენ.
ქუთაისის მერის ვაკანტურ
თანამდებობაზე კანდიდატების სიმრავლეს მღვდელაძე კომისიის სანდოობით ხსნის.
მისი თქმით, თუ ამ დრომდე "ნაციონალები" ქალაქის მერს უალტერნატივოდ ნიშნავდნენ, ახლა მერი მრავალ კანდიდატს შორის შეირჩევა.
ქალაქის მერობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 მაისს
დასრულდება. მანამდე კი შემოსული კანდიდატების სახელებსა და გვარებს კომისიაში არ ასახელებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე