|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატი:"ქუთაისი სოფლის მეურნეობის კუთხით უნდა განვითარდეს"

ქუთაისის მერობის ერთ–ერთი კანდიდატი, ხატია ვედმედევა მიიჩნევს, რომ ქუთაისი საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის კუთხით უდა განვითარდეს.

აღნიშნულის შესახებ ვედმედევამ დღეს, მერობის ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის შემდეგ განმარტა. 
როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, ის ქუთაისში დაბადებულია, განათლება საზღვარგარეთ მიიღო და დიდი სურვილი აქვს საკუთარ ქალაქს ემსახუროს.
"ქუთაისში ბვერი რამ არის გასაკეთებელი, რომ ქალაქი ცნობილი გახდეს. მიმაჩნია რომ ქუთაისის მერი აუცილებლად ქუთაისელი უნდა იყოს. ქალაქი უნდა განვითარდეს საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, სოფლის მეურნეობას დაუჭიროს მხარი და სასაწყობე ქალაქად იქცეს," – აღნიშნა  ხატია ვედმედევამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერობის მსურველთა რიცხვი ამ დროისათვის 41-ს შეადგენს.
ქალაქის მერიაში შექმნილ საკონკურსო -საატესტაციო კომისიაში  მერობის კანდიდატების განცხადებები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა  მუნიციპალიტეტიდან შევიდა. წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით ქალები ლიდერობენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა