სოფელში ტრაქტორების არშესვლის გამო მოსახლეობა რწმუნებულის გადადგომას ითხოვს
წყალტუბოს მუნიციპალიტის
სოფელ გვიშტიბის მოსახლეობა გვიშტიბის თემის სოფლებში ტრაქტორების შესვლას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით
მათ დღეს სოფელ გვიშტიბში აქცია გამართეს.
მოსახლეობის განცხადებით,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი უფასო ტრაქტორები გვიშტიბის სოფელში
ამ დრომდე არ შესულა. რის გამოც, მიწის ნაკვეთები დაუმუშავებელი რჩებათ.
გარდა ამისა, სოფელ
გვიშტიბში მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ სასოფლო–სამეურნეო ბარათები მოსახლეობის
ნაწილს არ მიუღია.
სოფელში არსებულ
პრობლემებში გვიშტიბის მცხოვრებლები გვიშტიბის თემის რწმუნებულს, ჭაბუკ შვანგირაძეს
ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხვენ.
„სოფელში ნაკვეთები
არ დამუშავებულა. გარდა მიწის იმ მცირე ნაწილისა, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით,
ბანკიდან გამოტანილი სესხით გააკეთა. სოფლის რწმუნებულს მივმართეთ. მან გვითხრა, რომ „მე არ მყვას ტრაქტორი და რომ მოვა
სახლში არ წავიყვანო“. კერძო ტრაქტორებს კი ფული უნდა, რისი საშუალება ჩვენ არ გვაქვს.
თუ ასე გაგრძელდა, სოფლის მოსახლეობა საჭმლის გარეშე დარჩება,“ – ამბობს სოფელ გვიშტიბში მცხოვრები ინგა სვანიძე.
სოფელი გვიშტიბი
გვიშტიბის თემის შემავალი 4 სოფლიდან ერთ–ერთია. გვიშტიბის თემში ასევე შედის სოფელი
თერნალი, გუბისწყალი და პირველი წყალტუბო. ოთხივე სოფელში 1300–მდე ოჯახი ცხოვრობს.
მოსახლეობის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული
სოფლებიდან ტრაქტორი მხოლოდ 2 სოფელში შევიდა და ისიც ორი ერთეული.
გვშტიბის თემის
რწმუნებული, ჭაბუკი შვანიგირაძე მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სოფლებში
ტრაქტორები უკვე მუშაობენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე