|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათის ეროვნული სააგენტო:"იმერეთის ბაზრებში სურათი მძიმეა"

მიმ­დი­ნა­რე წელს, იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, კვების პრო­დუქ­ტების მწარ­მოებელი 10 კომ­პა­ნი­ა დააჯარიმა. თოთოეულს 400 ლა­რი­ა­ნი ჯარი­მის გა­დახდა და­ე­კის­რა. სა­ა­გენ­ტო კომ­პა­ნიების და­სახელების­გან და მა­თი მხრი­დან დარ­ღვე­ვების გა­საჯაროებისა­გან თავს იკა­ვებს.

„კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ სა­წარ­მოებზე განხორ­ცი­ელ­და სან­ქცი­ა, ამის გა­საჯაროების უფ­ლება მოქ­მე­დი კა­ნონმ­დებლობით არ გვაქვს," - გან­მარ­ტავს  სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ვე­რი­კო გუ­ლუ­ა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორმა­ცი­ით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე წელს, 32 სა­წარ­მოს ინ­სპექ­ტი­რება-შე­მოწ­მება გა­ნახორ­ცი­ე­ლა. შე­სა­მოწ­მებელი ობიექ­ტების ნუსხაში მოხვდნენ ძი­რი­თა­დად, რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი ად­გი­ლობრი­ვი სა­წარ­მოები, მარ­კე­ტები, აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რები და  სწრა­ფი კვების ობიექ­ტები.

სა­ა­გენ­ტო­ში აცხადებენ, რომ იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში არ­სებულ აგ­რა­რულ ბაზ­რებში, სურ­სა­თის უვ­ნებლობის მხრივ, ზო­გა­დი სუ­რა­თი  მძი­მე­ა. ბაზ­რებში ძი­რი­თა­დი დარ­ღვე­ვა, ვა­და­გა­სუ­ლი საკ­ვები პრო­დუქ­ტების რე­ა­ლი­ზა­ციის კუთხით დაფიქსირდა. დარ­ღვე­ვები გა­მოვ­ლინ­და, ასე­ვე, პრო­დუქ­ტის შე­ნახვის არას­წო­რი პი­რობების მხრივ. ბაზ­რებსა და მარ­კე­ტებში პრო­დუქ­ტის ეტი­კეტ­ზე მი­თი­თებული შე­ნახვის პი­რობები, ხშირ შემ­თხვე­ვებში, რე­ა­ლი­ზა­ტო­რების მხრი­დან დარ­ღვე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა