"შუალედური არჩევნების გამო ტრაქტორები ბაღდათსა და სამტრედიაში გადაიყვანეს"
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრაქტორების
შესვლის დაგვიანებას შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
საღარეიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში
ტექნიკა მიმდინარე თვის 10 რიცხვიდან შევიდა. რადგან როოგრც საღარეიშვილი ამბობს, შუალედური საპარლამენტო არჩევნებისათვის ტრაქტორები
ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში გადაიყვანეს. ამის შესახებ საღარეიშვილმა პარლამენტში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან გამართულ
შეხვედრაზე განაცხადა.
„მე მაინტერესებს,
ვისი გადაწყვეტილება იყოს ეს- ცენტრის თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს? ტრაქტორების
გამო სოფლის რწმუნებულებს უპირისპირდება ხალხი,“ - ამბობს საღარეიშვილი.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილემ შალვა ფიფიამ უპასუხა. ფიფიას თქმით, რწმუნებულების მოვალეობა
იყო სიების მომზადება და მოსახლეობის მობილიზება იმ დროისათვის, როდესაც სოფელში ტრაქტორი
შედიოდა.
ამ წუთებში შალვა ფიიფია „ნაციონალების“ შეკითხვებს
პასუხობს. შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობასა და პროგრამის ხარვეზებს
შეეხება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე