ივანიშვილის ფავორიტმა ქუთაისის მერობაზე განაცხადი შეიტანა?
ქუთაისიის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა დიმიტრი კოპალიანმა
არსებული ინფორმაციით, ქალაქის მერის შესარჩევ საკონსკურსო კომისიას უკვე მიმართა.
კოპალიანი, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერია,
ქუთაისის მერობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განიხილება. რადგან მის ლობისტად ქვეყნის
პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებენ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი,
რომელიც ამავდროულად მერის შესარჩევ კომისიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ინფორმაციას
ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.
როგორც მარგველაშვილი ამბობს, მერობის მსურველებს განცხადებები
ელექტრონულად შაქვთ და შემოსული განცხადებების რაოდენობას ის ყოველ 15 წუთში ვერ შეამოწმებს.
„როდესაც სამუშაო დღე დასრულდება მეცოდინება, მერობის
მსურველმა ვინმე კოპალიანმა შემოიტანა თუ არა განაცხადი მერის ვაკანსიაზე,“ - ამბობს
მარგველაშვილი.
დიმიტრი კოპალიანის მიერ კომისიისათვის განცხადებით
მიმართვის შესახებ ინფორმაციას არც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ფლობს.
შეგახსენებთ, რომ მერის შესარჩევი კომისიისათვის მერობის
მსურველთა მიერ განცხადებებით მიმართვის ვადა ხვალ იწურება. ამ დროისათვის კომისიაში 50-მდე განაცხადია შესული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე