|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოფლის პროგრამით გლეხმა სარგებელი ფურცელზე მიიღო"

საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამის შედეგად გლეხები რეალურად დაზარალდნენ.

უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისა და „ნაციონალების“ დეპუტატების შეხვედრისას განაცხადა, რომ სოფლის პროგრამით გლეხმა სარგებელი მხოლოდ ფურცელზე მიიღო, რადგან 

"სასოფლო-სამუერნეო ბარათებით მაღაზიაში ნაყიდი ნივთი გლეხს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე სხვაგან ნაყიდი. უმჯობესი იყო გლეხებისათვის თავისუფლება მიეცათ და მათ სადაც სურდათ, იქ წასულიყვნენ ნივთის შესაძენად," - ამბობს ღვინიაშვილი.

უმცირესობის დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების გასანაღდებლად  სპეციალიზებული მაღაზიების შექმნა ხელისუფლებაში ელიტური კორუფციის ნიშნებს აჩენს. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, გლეხებმა 80 მილიონი იზარალეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შალვა ფიფიას განცხადებით, პროგრამის ფარგლებში დამატებით სპეციალიზებული მაღაზიები არ შექმნილა. ხოლო სამინისტრო იმ მაღაზიების სისტემურ მონიტორინგს აწარმოებდა, სადაც გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები უნდა გაენაღდებინათ.

ფიფიას თქმით,  პროგრამისათვის შერჩეულ 880 მაღაზიას უფლება არ ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დადგენილ ფასზე  მაღალ ფასებში გაეყიდა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს,  მონიტორინგის შედეგად, 55 მაღაზია დააჯარიმეს, ხოლო რამდენიმე საერთოდ მოხსნეს პროექტიდან. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა