|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერეკლე დეისაძე: "პასუხისმგებლობა სტუდენტებმა უნდა აიღონ ხელში"

„ვინც იმას გეტყვით რომ პროტესტი არ უნდა გამოხატო და აქცია არ უნდა გამართო, ის არის თქვენი მტერი. არც ერთი პარტიის არ მჯერა, მაგრამ მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა სტუდენტებმა უნდა აიღონ ხელში. უფლებებს არავინ მოგვცემს, უფლებები უნდა მოვიპოვოთ“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრაზე მწერალმა ერეკლე დეისაძემ.

აღნიშნული შეხვედრა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის, „მომავლის აუდიტორია“, მიერ მოეწყო ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში.

მწერლებმა ლაშა ბუღაძემ და ერეკლე დეისაძემ საჯარო ლექცია–დისკუსია გამართეს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. შეკითხვები ძირითადად სტუდენტურ პროტესტს, პარლამენტის დარჩენა–არდარჩენას და მწერლობას შეეხო.

„პროტესტი მნიშვნელოვანია, კრიტიკის უნარს ავითარებს. "სკეფსისი კაცობრიობის დიდი მონაპოავრიაო“ ამბობდა ერთი ჭკვიანი კაცი. აუცილებელია, რომ სტუდენტი არ იყოს პასიური,  რადგან პასიურობაში შეიძლება მთელი ცხოვრება გამოეპაროს“, –აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.

სტუდენტებისა და ცხოვრების გააქტიურებაში, სტუდენტთა ერთ ნაწილს, პარლამენტის ქუთაისში დარჩენა ესახება. ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ მიმართულებით გაჟღერდა.

„პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. ეს  გაააქტიურებს ქალაქს, თუმცა თავის დროზე მის გადმოტანის წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ რადგან აქ არის უნდა დარჩეს. თუმცა მიმაჩნია, რომ დეცენტრალიზება პარლამენტის გადმოტანით არ ხდება, დეცენტრალიზაცია ძლიერი თვითმმართველობითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა  ერეკლე დეისაძემ.

"პარლამენტის და სხვა ცენტრების თბილისდან გადატანის მომხრე ვარ, დავწერეთ კიდეც ამაზე წლების წინ. ისინი უნდა განთავსებულიყო ქუთაისში, იქამდე ხაშურშიც და ა.შ. მოქალაქეობრივად პარლამენტის აქ დარჩენის მომხრე ვარ“, – თქვა ლაშა ბუღაძემ

მწერლებმა ისაუბრეს ახალ ტექსტებზე, რომლებზე ამჟამად მუშაობენ.  ლიტერატურის როლზე და კითხვის ჩვევაზე, რომელიც ფრიად დაქვეითებულია დღევანდელ საქართველოში.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა