მერის შესარჩევი კომისიის წევრები: კომისია არავის დაუტოვებია
ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიიდან პროტესტის ნიშნად ორი წევრის გამოყოფის თაობაზე ინფორმაცია არ დასტურდება.
კომისიის წევრები (საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მღვდელაძე და "გამჭვირვალე თვითმმართველობის" წევრი ზურაბ ზურციძე) აცხადებენ, რომ "ინტერპრესნიუსზე" გავრცელებული ინფორმაცია მათ მიერ კომისიის დატოვების თაობაზე მცდარია.
"ეს იყო ჟურნალისტის შეცდომა. კომისია არ დაგვიტოვებია და არც ვაპირებთ. რადგან აღნიშნული კომისია არის ობიექტური და მის მიმართ დიდი ნდომა გვაქვს" – აცხადებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე.
შეგახსენებთ, რომ კომისიაში მერობის მსურველთა მიერ განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურება.
ამ დროისთვის კომისიაში 70–მდე განაცხადია შესული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა